საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა

15 ივნ 2020

დღეიდან საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.

პირველი რეისი თბილისი-ბათუმი დილის 8:00 საათზე შესრულდა. ამ ეტაპზე მგზავრობა 5 მიმართულებითაა შესაძლებელი: თბილისი-ბათუმი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ქუთაისი.

მგზავრობის ინსტრუქცია შემდეგია:

 ➤მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს;
➤ მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია;
 ➤ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი;
 ➤ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით;
➤ მატარებელში არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე;
➤ მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.