სისხლის გადასხმის აქცია

12 ივნ 2020

სისხლის დონაციის აქცია გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოში, უწყების თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს, პარალელურად კი სისხლის ბანკმა ჰემა 2012-მა ის დონორები დააჯილდოვა, რომლებიც სისხლს წლების განმავლობაში რეგულარულად გასცემენ. მათ მადლობის ნიშნად სიგელები გადაეცათ.

დაჯილდოვდა სისხლის ბანკის  ღვაწლმოსილი მედიკოსიც. აქცია დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა,რომელიც14 ივნისს აღინიშნება.