თურქეთის საკონსულოს განცხადება

12 ივნ 2020

მინდია გორაძის ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული  განცხადებები ქსენოფობიური და რასისტული შინაარსისაა, ამასთან იგი უსაფუძვლოა -  აცხადებენ თურქეთის საკონსულოში.  

საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დამნაშავეთა გადაცემა ხორციელდება ევროპული კონვენციისა და სხვა ორმხრივი და საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად. მათივე თქმით,  ექსტრადირების პროცესში გენერალური საკონსულო არ არის ჩართული.