მოიალაღეებს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება

12 ივნ 2020

 ხულოს მთებში მოიალაღეებს უფასო ტრანსპორტი წელსაც მოემსახურება. უფასო მგზავრობას მერია პირველი ივლისიდან ოქტომბრამდე უზრუნველყოფს. კურორტ ბეშუმში  მარშრუტი ყოველდღიურად ივლის, ხოლო სხვა მიმართულებით  იალაღებზე გრაფიკი  დაწესდება. თვითმმართველობამ მომსახურებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა.