კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინი – ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები

11 ივნ 2020

სერიოზული გამოცდილება მივიღეთ. ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რომ თუ მეორე ტალღა იქნება, მომზადებული შევხვდეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, კორონავირუსის მეორე ტალღაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებელია გაძლიერებული მზადყოფნა ცივი სეზონისთვის.