ბათუმის ბულვარი სამეწარმეო საქმიანობისთვის ელექტრონულ აუქციონს აცხადებს 

10 ივნ 2020

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ზღვისპირა პარკში სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად პირობიანი ელექტრონული აუქციონების გამოცხადება იწყება. 

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა, რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.eauction.ge-ზე უნდა გაიარონ.

გამარჯვებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს საშუალება მიეცემათ ზღვისპირა ბულვარში მცირე და საშუალო სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ელექტრონული აუქციონები ეტაპობრივად გამოცხადდება.

დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ დარეკონ ნომერზე  0 422 27 88 08.