სილამაზის სალონებიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან ნარჩენები გააქვთ

10 ივნ 2020

ბათუმში არსებული სილამაზის სალონებიდან  და სამედიცინო დაწესებულებებიდან სამედიცინო  ნარჩენები გააქვთ. ჰერმეტულად დაცული კონტეინერებით,  ნარჩენები შემოსაზღვრულ და   დაცულ ტერიტორიაზე სპეციალური ნებართვისა და აღჭურვილობის მქონე ავტომობილით შედის.

განადგურება ინსინერაციის ანუ დაწვის გზით ხდება, რაც სრულიად უსაფრთხოა, როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანისთვის.