ხმაური აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენისას

09 ივნ 2020

სხდომის შეწყვეტა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ორჯერ მოუწია. ხმაური და დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის წევრის ელგუჯა ბაგრატიონის მოთხოვნას მოჰყვა. იგი  სხდომაზე მოქალაქის  დასწრებას ითხოვდა. საბოლოოდ ელგუჯა ბაგრატიონი ხელფასის 5 % ით დააჯარიმეს და დარბაზის დატოვება მოსთხოვეს.