ბათუმში დღის მეორე ნახევარში ქარია მოსალოდნელი 

08 ივნ 2020

დღეს, 8 ივნისს, შუადღის საათებში სანაპირო კურორტებზე გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს, თუმცა მზიანი ამინდი შენარჩუნდება. ზღვაზე წასვლა უსაფრთხოა.

9 და 10 ივნისს აჭარაში მზიანი ამინდი იქნება, ტემპერატურა როგორც სანაპირო ზოლში, ასევე მთაში +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს.