აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

07 ივნ 2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა - ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, კორონავირუსი მოსკოვიდან დაბრუნებულ კიდევ ერთ კურსანტს დაუდგინდა და ის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 36 შემთხვევა დაფიქსირდა.