სანიაღვრე არხების მოწყობა

07 ივნ 2020

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში შანთაძეების უბანში დასრულდა სანიაღვრე არხის მშენებლობა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში  მოეწყო  100  მეტრის მონაკვეთის  რკინაბეტონის არხი, რისთვისაც  თვითმმართველობამ 13   ათას ლარზე მეტი დახარჯა.  სანიაღვრე არხების მშენებლობა მიმდინარეობს  ხულოს ექვს სხვადასხვა სოფელში.