შიმშილობა მინდია ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით გრძელდება

07 ივნ 2020

17 პირი შიმშილობს ბათუმის  იუსტიციის სახლთან, ოთხს  კი პირი აქვს ამოკერილი. ისინი  მეშვიდე დღეა  ე. წ- ლი   ,,კანონიერი ქურდის“  მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას, ან გათავისუფლებას  ითხოვენ.

გააგრძელებენ თუ არა პროტესტს მომდევნო დღებში, დამოკიდებულია აქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩანიშნულ შეხვედრაზე, რომელიც ხვალ გაიმართება. საგამოძიებო უწყებაში მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებსა და ადვოკატს შეხვდებიან.