ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე საბურავების მაღაზია დაიწვა

06 ივნ 2020

ლეონიძის ქუჩაზე გამთენიისას საბურავების მაღაზია დაიწვა. მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი რამდენიმე ათასია. 

დაიწვა  ტექნიკა და დანადგარები, ასევე   მომიჯნავე ტერიტორიაზე მშენებარე სახლის ხარაჩოები. ობიექტის მფლობელს ბიზნესი  დაზღვეული არ ჰქონდა.  ხანძრის გამომწვევი მიზეზი  უცნობია. ადგილზე ჯერჯერობით ექსპერტ კრიმინალისტები არ მისულან.