საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა

05 ივნ 2020

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა პანდემიის გამო, დისტანციურ რეჟიმში, სატელევიზიო  ფორმატში ჩატარდა. სხდომა  პირველი არხის ეთერით გადაიცა. დეპუტატებმა მოქალაქეების შეკითხვებს  ინტერაქციული კომუნიკაციის რეჟიმში  უპასუხეს.  შეკითხვების უმრავლესობა 8 მარტის შეთანხმების შესრულებასა და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას ეხებოდა.  

კიდევ ერთი  საყოველთაო-სახალხო განხილვა დაახლოებით ათ დღეში ბათუმში გაიმართება. მისი ტრანსლირება მოხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში. ამის შემდეგ კანონპროექტი დაუბრუნდება პარლამენტს საკომიტეტო განხილვებისთვის. კენჭისყრა კი სავარაუდოდ ივნისის ბოლომდე გაიმართება.