პრემიერმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა

20 აპრ 2016

ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილები. გიორგი კვირიკაშვილმა 1 საათის განმავლობაში  ისაუბრა ევროპულ ღირებულებებზე,  ადამიანის უფლებებზე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე.  “ეს იქნება ჩვენი დაბრუნდება ევროპაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ” -  თქვა პრემიერმა. გამოსვლის შემდეგ კვირიკაშვილს კითხვები  დაუსვეს.