ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები დაინიშნა

04 ივნ 2020

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები დაინიშნა. მოქმედ რექტორს უფლებამოსილების ვადა ეწურება, ახალი კანდიდატის ვინაობა კი 15 ივლისს გახდება ცნობილი. რექტორს ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭო 4 წლის ვადით ირჩევს.

კანდიდატს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეს. აუცილებელი პირობაა კანდიდატმა საბჭოს სასწავლებლის განვითარების სამოქმედო გეგმა წარუდგინოს.

კანდიდატთა რეგისტრაცია 1-დან 7 ივლისამდე გაიმართება. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შესაძლებელია პირი რექტორის თანამდებობაზე ორჯერ აირჩეს.