ბათუმში დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს ბრალს დღეს წარუდგენენ

03 ივნ 2020

დაუმძიმდებათ თუ არა ბრალი   ბათუმში დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს - ეს დღეს გახდება ცნობილი. 9 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

ამ ეტაპზე მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას ედავებიან. ერთ-ერთი ვერსიით, ცხრა არალეგალი საქართველოში სავარაუდოდ კირნათი-მარადიდან შემოვიდა.