ბათუმში ხვალ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი 

03 ივნ 2020

ხვალ და ზეგ აჭარაში არამდგრადი ამინდი ამინდი იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა როგორც სანაპირო კურორტებზე, ასევე მთაში +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

ზღვაზე იქნება ღელვა 2 ბალი, მზის ულტრაიისფერი ინდექსი დაბალი.

უქმეებზე კი ბათუმში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურაც მოიმატებს.