მინდია გორაძის ახლობლები იუსტიციის მინისტრს 15 საათამდე ვადას აძლევენ

03 ივნ 2020

ბათუმის იუსტიციის სახლთან ე.წ კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადირების ან გათავისუფლების მოთხოვნით 15 პირი შიმშილობას აგრძელებს.

გუშინ მათ კიდევ ერთი აქცია გამართეს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს 15:00 საათამდე მისცეს ვადა, იმისთვის რომ მიაწოდოს ინფორმაცია "ლავასოღლის" ექტსტარდირების პროცედურებთან დაკავშირებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი სარფის საბაჟო - გამშვები პუნქტის პიკეტირებას მოახდენენ.