დაკავებულია უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე - სპეცოპერაციის დეტალები

02 ივნ 2020

საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ფაქტზე, ბათუმში დაკავებული თურქეთის 9 მოქალაქე,  თბილისში გადაიყვანეს.  უფლებადამცველის თქმით, დაკავებულების უმრავლესობა დუმილის უფლებას იყენებს. ამბობენ, რომ გაუთქმელობის პირობა აქვთ, რის გამოც, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებენ. თურქეთის მოქალაქეებს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.