თბილისში აფეთქების შედეგად ერთი პირი დაშავდა

02 ივნ 2020

თბილისში ამაშუკელის ქუჩაზე მომხდარის აფეთქების შედეგად დაშავებული კაცი, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სხეულის 25% იანი დამწვრობა აღენიშნება.

ინციდენტის ადგილზე გუშინ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის დააპატიმრეს, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.  

არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი აფეთქების ეპიცენტრთან მიახლოებას ცდილობდა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან გაფრთხილება მოჰყვა, გაფრთხილების უგულებელყოფის შემდეგ, სამართალდაცველებმა მამაკაცი დააკავეს.