02 ივნ 2020
დე ფაქტო აფხაზეთმა ენგურის ხიდი ისევ ჩაკეტა. რა ვადით არის აკრძალული გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე უცნობია. ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე აფხაზურმა მედიამ დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1 ივნისიდან ენგურის ხიდზე გადაადგილება ისევ აიკრძალებოდა.
„საზღვარი“ 26 მაისიდან ცალმხრივად გაიხსნა რათა „საქართველოში მყოფი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც აფხაზეთში დაბრუნება კარანტინის გამო ვერ შეძლეს“, ამის შესაძლებლობა მიეცათ.