ახალი საინვესტიციო პროექტი ციხისძირში

01 ივნ 2020

ახალი საინვესტიციო პროექტი აჭარაში. ციხისძირში, დეველოპერული კომპანიის „რედკოს“ ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მოიცავს 521 პრემიუმ კლასის აპარტამენტს, Marriott International-ის საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო aloft-ის 119 სასტუმრო ნომერს. პროექტის ჯამური ღირებულება  70  მილიონი ლარია.