კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა და 3-ით მეტი გამოჯანმრთელებული

29 მაი 2020

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 746 ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 576 გახდა. 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან. არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. რაც შეეხება აჭარას -  ლაბორატორიებში ჩატარებული 191 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებული 28 პირის კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 30 აპრილის შემდეგ რეგიონში  კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.