კონკურსი უსკოს დასაკომპლექტებლად მესამედ გამოცხადდა

20 აპრ 2016

15 დღეში გავიგებთ,  ვინ იქნებიან  პრეტენდენტები უსკოს თავმჯდომარისა და წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე.  ეს უკვე მესამე კონკურსია. ორჯერ  არჩილ ხაბაძემ  უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად  ერთი და იგივე პირი - დავით კვაჭაძე წარადგინა. არჩევის 4-ვე მცდელობა კი უმაღლეს საბჭოში წარუმატებელი აღმოჩნდა.