“მედალფას” ინდივიდუალური დამცავი საშუალებები გადასცეს

28 მაი 2020

ბათუმში კლინიკა „მედალფას“ ინდივიდუალური დამცავი საშუალებები გადასცა საჩუქრად მიხეილ სააკაშვილის  საპრეზიდენტო  ბიბლიოთეკამ.  სამედიცინო აღჭურვილობა მედპერსონალისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიიტანეს.

ჯამში კლინიკაში კორონავირუსზე 70 პაციენტს უმკურნალეს. ბოლო პაციენტი „ მედალფადან“ რამდენიმე დღის წინ გაწერეს. ამ ეტაპზე მედპერსონალის ნაწილი თვითიზოლაციასა და კარანტინში იმყოფება. კლინიკა კი შესაძლოა მოცდის რეჟიმზე გადავიდეს.