29 მაისიდან ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

27 მაი 2020

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება და პარასკევიდან, მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებას შეძლებთ, თუმცა, შეზღუდული იქნება მგზავრთა ნაკადი და აუცილებელი პირბადის ტარება, მგზავრთა რაოდენობა არ შეიზღუდება ავტობუსების ნაწილში. 8 ივნისიდან კი საქალაქთაშირისო ტრანსპორტიც ამოძრავდება, რომელთა გადაადგილება, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვები საქართველოში, 2 თვეზე მეტია აკრძალული. ამ პერიოდში, გართულდა ტრანსპორტირება ქალაქებსა და სოფლებს შორის, რადგან ამ შემთხვევაში მოქალაქეები ძირითადად სამარშრუტო ტაქსებით სარგებლობდნენ. ათასობით მძღოლი კი შემოსავლის გარეშე დარჩა.