რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

26 მაი 2020

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს ხელვაჩაურში. მოგვიანებით კი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ავღანეთში დაღუპული მებრძოლის, მინდია აბაშიძის საფლავზე იმყოფებოდნენ და გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.