მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ორჯერ მივა

25 მაი 2020

ოპოზიცია ზეგ  პრემიერ-მინისტრს პარლამენტში 41 შეკითხვით დახვდება, ძირითადად  პანდემიის შედეგად ქვეყანაში შექმნილი ვითარებით  დაინტერესდებიან, ამბობენ, რომ მთავრობამ არაეფექტურად იმუშავა. საპირისპირო მოსაზრება აქვთ პრემიერის თანაგუნდელებს, შეკითხვებს იმავე შინაარსით, თუმცა განსხვავებული აქცენტებით დასვამენ. გიორგი გახარია ორ დღეში დეპუტატებს „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გაწეული ორთვიანი საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.