გამოძალვის ბრალდებით მახინჯაურის განყოფილების უბნის ისნპექტორ-გამომძიებელი  დააკავეს

23 მაი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით მახინჯაურის განყოფილების უბნის ისნპექტორ-გამომძიებელი  დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.