საქართველოში მიწისძვრა მოხდა

22 მაი 2020

საქართველოში, ქალაქ დმანისთან მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 18 კილომეტრში, თბილისის დროით 17:50 საათზე დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდას შეადგენდა.