ონლაინ სწავლების შედეგები და მზადება გამოცდებისთვის

20 მაი 2020

რამდენიმე თვეა, სკოლებში სწავლა დისტანციურად ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწორედ ასე დაასრულა ათასობით მე-12 კლასელმა სწავლა სკოლაში. ატესტატის მისაღებად კი მხოლოდ დამაკმაყოფილებელი შეფასებაც საკმარისია. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს შეფასება არ აკმაყოფილებს სკოლაში კომპლექსური დავალება უნდა ჩააბაროს.  სასწავლებლებისთვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული 2 მოდელიანი შეფასების სქემის მიხედვით, დაწყებით კლასებში შეფასება ნიშნის გარეშე დაიწერება, სხვები კი განმსაზღვრელ შეფასებას მიიღებენ.