კორონავირუსი: ერთი ახალი შემთხვევა და 24 გამოჯანმრთელებული

19 მაი 2020

პაციენტს, რომლიც საჩხერის კლინიკიდან საკარანტინო ზონაში  გადაიყვანეს, კორონავირუსი ისევ დაუდასტურდა. მას  საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება აჭარას, დილით ჩატარებული 18 ტესტის პასუხი უარყოფითია. 2 პაციენტი რჩება, კლინიკა „მედალფაში“  ერთ-ერთ მათგანს პირველადი ტესტის შემდეგ კორონავირუსი აღარ უფიქსირდება, თუმცა განმეორებითი ტესტირებისთვის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. საქართველოში დღეს, მხოლოდ 1 ახალი ინფიცირებული და 24 გამოჯანმრთელებულია.