ხულოში ხის სახლი დაიწვა

19 მაი 2020

ხულოში სოფელ საციხურში ხანძარი იყო. ხის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შენობაში შვიდწევრიანი ოჯახი ცხოვრობდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი. ასევე დაიწვა ეზოში არსებული პირუტყვის სადგომიც. 

შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.