11 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის ერთი პირი დააკავეს 

18 მაი 2020

პროკურატურის ინფორმაციით, 14 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის აპრილისა და მაისში ბ.ი.-მ 11 წლის  გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. 

სამართალდამცველებმა ის 16 მაისს დააკავეს. დანაშაული 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა.