საკარანტინო რეჟიმი მარნეულში ხვალიდან უქმდება

17 მაი 2020

მარნეულის მუნიციპალიტეტში 18 მაისიდან მკაცრი კარანტინი იხსნება და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას  ქალაქებსა და სოფლებში, სადაც კარანტინი არ მოქმედებს, გადაადგილება თავისუფლად შეეძლებათ.სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა "კოვიდ-19"-ის პრევენციისა და გამოვლენის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე  ისაუბრა.

თქვა, რომ 23 მარტიდან, დღემდე ვირუსის შესაჩერებლად ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა, ჯამში 105 000-მა მოქალაქემ გაიარა მარნეულში თერმოსკრინინგი. PSR ტესტირებით კი 1600 ადამიანი  შეამოწმეს რომლებსაც მოსახლეობასთან ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა.

1820-მა ოჯახმა მიიღო  საკვები პროდუქტის, მედიკამენტებისა და ჰიგიენის საშუალებების სახით დახმარება,, საბავშვო-ბაღის 2145 ბავშვს კი  60 დღის საკვები პროდუქტები გადაეცათ. 23 მარტს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი - მუშევანი და გეტა კვლავ ჩაკეტილია.