ქედაში  ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

17 მაი 2020

ქედის მუნიციპალიტეტში პანდემიის გამო შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. რეკომენდაციების დაცვით ყველა ობიექტზე  მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდა.

მათ შორისაა მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია, სოციალური სახლის მშენებლობა და ნაპირსამაგრი სამუშაოები.  მერიაში ამბობენ, რომ მშენებელ კომპანიებს სამუშაოების ჩაბარების ვადები გაუხანგრძლივდებათ. სამუშაოები თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.