საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 89 ახალი ფაქტი

17 მაი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის  89 ახალი ფაქტი გამოვლინდა. შსს-ს ცნობით პოლიციამ,  ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 მოქალაქე დააჯარიმა.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 7 პირი, თვითიზოლაციის წესის დარღვევის ფაქტზე კი 1 მოქალაქე დაჯარიმდა.