საპატრიარქო -17 მაისს სასულიერო პირები ხატებით შემოივლიან ქუჩებს

16 მაი 2020

ხვალ საზეიმო წირვის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე ოჯახებს,  და სრულიად საქართველოს დალოცავს. პატრიარქის კურთხევით სასულიერო  პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით თბილისის ქუჩებს ავტოკოლონით შემოივლიან.

მსვლელობა 13:00  საათზე სამების საპატრიარქო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან“ დაიწყება. 17 მაისს საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავს, ამავე დღეს აღინიშნება მსოფლიოში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.