''სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, ვულოცავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს'' - ანდრიუს კუბილიუსი

16 მაი 2020

სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, ვულოცავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა სოციალურ ქსელ, „ტვიტერზე“ დაწერა, რითაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების თაობაზე.