განათლების ანტიკრიზისული გეგმა - სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდება

15 მაი 2020

წლევანდელი სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდება. მე -12 კლასელები სასწავლო წელს  20 მაისს, პირველ კლასელები 27 მაისს, სხვები კი  15 ივნისს დაასრულებენ. მთავრობამ განათლების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულებრივ და თარიღი კი ივნისში გამოცხადდება.