ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას დღეს 6 ახალი პაციენტი დაემატა

15 მაი 2020

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას დღეს კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ბოლნისიდან და კარანტინის სივრციდან 6 ახალი პაციენტი დაემატა, მათგან 3 მცირეწლოვანია.კლინიკას  დღეს 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 671-მდე გაიზარდა. 10 ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათ 393  შეადგინა.