ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენციაა

14 მაი 2020

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მონაცემების გადამოწმების საშუალება არ აქვს. ხელისუფლება კი მათ დასახმარებლად მზად არის.