მომავალი წლიდან ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება

12 მაი 2020

მომავალი წლიდან ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება - სასწავლებელი საწყის ეტაპზე მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული. 1000 სტუდენტზე გათვლილი სასწავლებლის სამშენებლო ნაწილის ღირებულება 5 მილიონ  876 ათას 164 ლარია.

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეცნო.