8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორმა ელჩების განცხადება

12 მაი 2020

8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორმა ელჩებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დიპლომატების როლი  განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას არ გულისხმობს. მათივე განმარტებით,  შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რომლებიც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ,,მოვუწოდებთ მხარეებს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“-წერია დიპლომატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მიმართა და მოუწოდა, საჯაროდ დაედასტურებინათ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება.