27 სექ 2016
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო 30 სექტემბრიდან პოლიტიკურ დებატებს იწყებს. 5 დღის მანძილზე პირდაპირ ეთერში პარტიის პოლიტიკურ ხედვებს რადიო მსმენელს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე 15 პოლიტიკური სუბიექტი გააცნობს. დებატის მონაწილეთა თანმიმდევრობა დღეს წილისყრით განისაზღვრა. პირველი დებატი პარასკევს, 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მას მაია ვარშანიძე და ტარიელ ცეცხლაძე გაუძღვებიან.