პატრიარქი - ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის

10 მაი 2020

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის. ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას და ჩვენ ვნახავთ სიხარულს , - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ  სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ადამიანებმა უნდა მიაღწიონ იმას, რომ გულში უფალი შევიდეს, რაც „ძნელია, მაგრამ მისაღწევია“.