დამეწყრილი გზის გასახსნელად აფეთქებითი სამუშაოები დაიწყო

10 მაი 2020

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალზე დამეწყრილი გზის ქვის ლოდების აფეთქება დაიწყო. მაგისტრალი რომელიც  3 მუნიციპალიტეტს  ქალაქთან აკავშირებს ავტომობილებით გადაადგილება შეუძლებელია.

მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს. მეწყრული პროცესი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში გვიან ღამით განვითარდა.