სოფელ დოლოგანთან მეწყერი ჩამოწვა

10 მაი 2020

მეწყერი ჩამოწვა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე,სოფელ დოლოგანთან. ჩამოწოლილმა მიწის მასამ საავტომობილო გზა ჩაკეტა, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება მაგისტრალზე პარალიზებულია.

ამ დროისთვის მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.