საკონსულტაციო საბჭოს მესამე დისტანციური სხდომა

08 მაი 2020

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის  მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების საკონსულტაციო საბჭოს მესამე დისტანციური სხდომა გაიმართა.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირება მათთვის მშობლიურ ენაზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. სამოქალაქო საზოგადოებასთან საკონსულტაციო საბჭო ერთი წლის წინ შეიქმნა.